ისრაელსა და ''ჰამასს'' შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ''ჰამასის'' ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვა ავრცელებს. უწყებაში ასევე ადასტურებენ ფაქტს 5 მძევლის დაღუპვის შესახებ.
მას შემდეგ რაც ჰუმანიტარული პაუზა შეჩერდა, ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 50 რაკეტა ისროლეს.
განგაშის სიგნალი ჩაირთო აშდოდსა და მიმდებარე თემებში. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის მიმართულებით 200-ზე მეტი დარტყმა მიიტანა.
ჯამურად 7 დღიანი პაუზის დროს ჰამასმა 110 ადამიანი გაათავისუფლა, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.