ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია მიუნხენში ბაიერნთან 76:90 დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
ვირტუსში შენგელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარკო ბელინელის ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაიერნის ესპანელი ლიდერი სერჟ იბაკა იყო ორმაგი დუბლით - 24 ქულა და 13 მოხსნა.
ვირტუს ბოლონია 11 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, ბარსელონას უმასპინძლებს.