ევროპალიგის მე-5 ტურში შტურმმა პოლონურ რაკუვს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. თუმცა, კონფერენსლიგაზე გადასასვლელად სპორტინგთან სტუმრად გამარჯვება სჭირდება.
„აიაქსის“ რიგებში კვლავ არ უთამაშია გიორგიმ იქაუტაძეს, რომლის გუნდი მარსელთან სტუმრად 3:4 დამარცხდა. კონფერენსლიგის მე-5 ტურში მოიგო ბრატისლავის სლოვანმა, რომელმაც ფარერებზე კლაკსვიკი 2:1 დაამარცხა. სლოვაკური გუნდის რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.
სლოვანი ამ გამარჯვებით ჯგუფიდან მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა.