რუსეთის სასამართლომ უოლ-სთრით-ჯორნალის რეპორტიორს ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა 2 თვით 2024 წლის 30 იანვრამდე გაუხანგრძლივა.
გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ურალის ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რეპორტიორი და უოლ-სთრით-ჯორნალი ბრალდებებს უარყოფენ.