„პარი სენ-ჟერმენში“ ბექაურს შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი შეუერთდნენ 

28 ნოემბერი 2023, 10:10 487 ნახვა

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ძიუდოს ფრანგულ კლუბთან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, იგივე ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ბექაურს კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი შეუერთდნენ, რომლებმაც პარიზულ კლუბთან ასევე ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ქართული კლუბი „მებრძოლია“, რომელმაც შარშანდელ ფინალში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა.

შეჯიბრებას გორმა უმასპინძლა და ჩემპიონთა ღირსებას ბექაურიც იცავდა.

ოლიმპიური ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი