დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის რვა მატჩი გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს F ჯგუფის შეხვედრა იწვევს, რომელშიც „მილანი“ „სან-სიროზე“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
მერვედფინალში გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. ოთხი ტურის შემდეგ დორტმუნდი შვიდი ქულით ლიდერია, პარი სენ-ჟერმენს ექვსი ქულა აქვს, მილანს ხუთი და ნიუკასლს ოთხი. მოკლედ, მართლაც ყველაფერი შესაძლებელია.
სხვა შეხვედრები: ლაციო-სელტიკი; შახტარი-ანტვერპენი; ბარსელონა-პორტუ; იანგ ბოიზი-ცრვენა ზვეზდა; მანჩესტერ სიტი-ლაიფციგი; პსჟ-ნიუკასლი და ფეიენორდი-ატლეტიკო.