აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან დაბრუნებულ რეგიონის წარმატებულ სპორტსმენებს, ძალოსან ზურაბ მსხალაძეს, ბატუტზე მხტომელებს ნინო უსუბიანსა და თეკლა ჩაჩავას, ასევე უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ნიკა ხალვაშს, ბუბა ნოზაძეს და გიორგი ბოლქვაძეს შეხვდნენ.
მსხალაძემ მექსიკაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიგო. ნინო უსუბიანმა და თეკლა ჩაჩავამ ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში, იუნიორთა შორის, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ახალგაზრდა მორაგბეები კი საქართველოს ნაკრებთან ერთად 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.