ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიკარგა მას შემდეგ, რაც სატვირთო გემი, რომელსაც მარილი გადაჰქონდა, კუნძულ ლესბოსთან ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მონაცემებს საბერძნეთის სანაპირო დაცვა ავრცელებს.
კომორის დროშის ქვეშ მცურავი რაპტორი ეგვიპტის ელ-დეხეილის პორტიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა, როცა კვირას დილას მექანიკური პრობლემის გამო საგანგაშო სიგნალი გაგზავნა.
შემთხვევის რაიონში ნაპოვნია ერთი ცხედარი და კიდევ ერთი მეზღვაური გადაარჩინეს. გადარჩენილი ვერტმფრენით კუნძულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკიპაჟის რვა წევრი ეგვიპტელი იყო, დანარჩენი სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.