NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონს დენვერ ნაგეტს დაუპირისპირდა და 124:119 დაამარცხა.
გოგა ნაგეტსთან შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ თამაში 40 წუთი მოუწია. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში 6 ქულას, 12 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 მოგებითა და 5 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 24 ნოემბერს ბოსტონ სელტიკსთან გამართავს.