დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმში შინ "თელავს" უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში თუ დღეს ბათუმელები მოიგებენ და "დინამო" თბილისი ქუთაისში "ტორპედოსთან’’ ქულებს დაკარგავს, "დინამო" ბათუმი ორი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდება.
ეს ორივე მატჩი ბათუმსა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 33 ტურის შემდეგ ‘’დინამო’’ ბათუმი 70 ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო "დინამო’’ თბილისს კი 64 ქულა აქვს.
ამ დროისთვის ‘’დინამოსა’’ და ‘’თელავი’’ მატჩზე 16 000-მდე ბილეთია რეალიზებული და დაახლოებით 4000 ბილეთია დარჩენილი.
ბილეთებს გაყიდვა biletebi.ge - ზე მიმდინარეობს და ფასი 5,10 და 15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.