მეუფე პეტრე, საპატრიარქოს ტელევიზიას, აღარ უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, სინოდის დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ეს ფაქტობრივად ერთადერთი საკითხია, რომელზეც ინფორმაცია ადგილზე შეკრებილ ჟურნალისრტებს, სხდომიდან გამოსულმა სასულიერო პირებმა მიაწოდეს.
ტელეკომპანია "ერთსულოვნების” თანამშრომლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიმართავენ და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელად დაბრუნებას თხოვენ.