ქაქუთში საქართველოს სათემო კავშირი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "აჭარის თემმა" ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმოს და ციტრუსის დამამზადებელი საამქრო გახსნა.როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, სათემო კავშირების შექმნა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ასევე რეგიონული კოოპერატივების გაძლიერებაზე. პროექტი საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის მიგრაციას შეამცირებს, ასევე სოფლის, თემის ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს.