ბათუმის სპორტულმა ცენტრმა ქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ამპუტანტი ფეხბურთელების გუნდ „ბათუმს“ ახალი ეკიპირება შეუძინა და გადასცა, მათ შორის სათამაშო ფორმები და სპორტული ჩანთები.
სპორტული ცენტრის პარა-ფეხბურთელები მიწვეულნი არიან აჭარის ნაკრებში და ხვალ გერმანიაში მიემგზავრებიან, სადაც ქალაქ კიოლნში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.