ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ ამერიკის რეგიონს პოლიტიკური პრობლემები შეექმნება და მათ მოსაგვარებლად დიალოგი იქნება საჭირო. ბრაზილიის ლიდერმა ეს განცხადება არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერტარიანელი ხავიერ მილეის გამარჯვებიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა.
ბრაზილიის ლიდერმა არ ახსენა თავისი არგენტინელი კოლეგა, თუმცა იტამარატის სასახლეში დიპლომატებთან გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება კარგი ურთიერთობები რეგიონის სხვა პრეზიდენტებთან, არამედ ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებებს დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.
ლულამ განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობა არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ღია იქნება ამ ქვეყანასთან დიალოგის გასაგრძელებლად, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა ილეიმ საპრეზიდენტო კამპანიის დროს უარი თქვა მოლაპარაკებაზე ბრაზილიასთან და ლულას "ქურდი" და "კორუმპირებული" უწოდა.
მილეი პირველი სახელმწიფო ვიზიტით არ ეწვევა ბრაზილიას, რაც სამხრეთ ამერიკის ორ ერს შორის ტრადიციად არის მიჩნეული. არც ლულა არ დაესწრება მილეის ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.