საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა სამი საათის წინ დასრულდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია თუ რა საკითხები განიხილეს წმინდა სინოდის წევრებმა, ამ დრომდე არ ვრცელდება. სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი განხილულ საკითხებთან დაკავშირებით არ გააკეთეს. როგროც აღნიშნეს, განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. უცნობია, როდის გამოაქვეყნებს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებასაც. წინასწარი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის მიტროპილიტ პეტრეს მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. სინდოსის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელობის უფლება ჩამოერთვა.