ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს

21 ნოემბერი 2023, 11:24 479 ნახვა

ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვაა საჭირო.

უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყერის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში