დომინიკის რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქ სანტო დომინგოში ერთ-ერთი ჩქაროსნული გზის გვირაბში კედელი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა - მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან 13 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, წვიმამ დატბორა სახლები, დააზიანა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები.