საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომელსაც უწმინდესი ხელმძღვანელობს. სხდომის საკითხები უცნობია. სავარაუდოდ, ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს.