აჭარის ვეტერან ქალთა კავშირის „ღიმილის ქალბატონების“ და ბათუმის ბულვარის ერთობლივი ინიციატივით წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარში გაიმართა ტურნირი ნარდში, რომელშიც თავშესაფრის მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
ასპარეზობაში ჩართული იყვნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები.
გამარჯვებულები და პრიზიორები ფასიანი საჩუქრებით და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოეს.