ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელი გამარჯვებით დაასრულა

17 ნოემბერი 2023, 10:10 515 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, მეხუთე მატჩი სტუმრად სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარა და წელი გამარჯვებით დაასრულა.

მატჩის ერთადერთი გოლი საბა მამაცაშვილმა გაიტნა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 5 მატჩის შემდეგ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ჯგუფის სხვა მატჩები 20 და 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც შვედეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო მოლდოვა კიშინიოვში გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი