აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

17 ნოემბერი 2023, 09:05 418 ნახვა

უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად აშშ კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს - ინფორმაცია ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა. მისი თქმით, შტატებმა უკვე 520 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო, კიდევ 500 მილიონი კი გზაშია.

პიატმა აღნიშნა, რომ პუტინი ზამთრის სიცივის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ის მარცხს განიცდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი