თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო

17 ნოემბერი 2023, 10:01 506 ნახვა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო. შემდეგი განხილვის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.

სხდომაზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შვედეთმა თურქეთისთვის უნდა წარადგინოს “საგზაო რუკა'', რომელიც შეიცავს მათ ვალდებულებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგან ტერორიზმის საწინააღმდეგოდ. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი