გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე პაოლო ბანკეროს ჩაგდებული ორქულიანით 96:94 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრი კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბითაძემ მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
მიმდინარე სეზონში ეს გოგასთვის მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა მხრივ კი მას ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა.