გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათი უფლებების დასაცავად - საგარეო უწყება საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანაზე

15 ნოემბერი 2023, 15:32 423 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განცხადებით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში