ახალგაზრდა ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

15 ნოემბერი 2023, 12:01 484 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული, 20-წლამდელთა ნაკრები მექსიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.  ტურნირი გვადალახარაში ვაჟთა და გოგონათა შორის ჩატარდება.

ნაკრების მწვრთნელებმა მალხაზ ლომთაძემ და თემურ ჯანჯღავამ სამხრეთ ამერიკაში შვიდი ვაჟი და ორი გოგონა წაიყვანეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ხარაზიშვილი, საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია, ზურაბ მსხალაძე, გერვასი თაბაგარი, გურამ ვეკუა, გიორგი კირვალიძე, ნათია გადელია და მარიამ მურღვლიანი დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი