ზავი უნდა მოიცავდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება - ალკასამის ბრიგადის სპიკერი

14 ნოემბერი 2023, 08:04 536 ნახვა

ჰამასის შეიარაღებული ფრთა მზადაა გაათავისუფლოს ღაზაში 70-მდე ქალი და ბავშვი ხუთდღიანი ზავის სანაცვლოდ - ამის შესახებ მათ კატარის შუამავლებს განუცხადეს.

"ზავი უნდა მოიცავდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და დაუშვას დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება ყველგან ღაზის სექტორში", - ამბობს ალკასამის ბრიგადის სპიკერი აუდიო მიმართვაში. იგი ისრაელს გარიგების გაჭიანურებასა და თავის არიდებაში ადანაშაულებს. 

ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით  1200 ადამიანი დაიღუპა და 240 გაიტაცეს.

ღაზის სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11 240-მდე გაიზარდა, მათ შორის  4 630 ბავშვი და 3 130 ქალია - მონაცემებს ,,ჰამასის'' მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი