ისრაელის არმიამ ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა, რომელზეც ღაზის საბავშვო საავადმყოფოს სარდაფში ''ჰამასის'' ბოევიკების იარაღი ინახებოდა. ისრაელის არმიის განცხადებით, აქვე ჰყავდათ მათ გადამალული მძევლები.
არმიის სპიკერმა კონტრადმირალმა თქვა, რომ ჯარებმა იპოვეს ჰამასის სამეთაურო ცენტრი იარაღის მარაგით, რომლებიც ინახებოდა ჰამასის მებრძოლების მიერ რანტისის ჰოსპიტალის სარდაფში, ეს არის პედიატრიული საავადმყოფო, რომელიც სპეციალიზირებულია კიბოს პაციენტების სამკურნალოდ.
კადრებზე აღბეჭდილია საცხოვრებელი ოთახები, მათ შორის პატარა სამზარეულო, ისევე როგორც ახლომდებარე გვირაბის შახტი, რომელიც, ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი მეთაურის სახლამდე მიდიოდა.