აშშ-მა სირიაში ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა

13 ნოემბერი 2023, 14:03 326 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ობიექტებზე და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე დარტყმები განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანის თქმით, დარტყმები ერაყსა და სირიაში აშშ-ის კონტინგენტზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ მოხდა.

ადგილობრივმა  ტელეკომპანიამ  კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმები განხორციელდა.  „სამი კამიკაძე დრონით სირიის ჰასაკის პროვინციაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დარტყმა მოხდა“, - იუწყება ტელეარხი.

ასევე დარტყმის ობიექტი სირიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამერიკული ბაზაც გახდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში