რაფაჰის სასაზაღვრო გადასასვლელი მესამედ გაიხსნა

13 ნოემბერი 2023, 10:15 383 ნახვა

ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების გამო სულ უფრო მეტი  უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის  მქონე პირი ცდილობს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით დატოვოს ტერიტორია. 

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის  ხელახლა გახსნის შემდეგ  კვირას ეგვიპტეში ღაზიდან დაშავებული პალესტინელების პირველი ჯგუფის ევაკუაციაც მოხდა.    

ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ათობით დაშავებულმა დატოვა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი მას შემდეგ, რაც  1-ელ ნოემბერს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნა.  

მოქალაქეთა ევაკუაციის გარდა ამ გზით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებაც შეაქვთ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში