ინდოეთში მშენებარე გვირაბი ჩამოინგრა

13 ნოემბერი 2023, 10:51 498 ნახვა

სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ინდოეთის ჩრდილოეთ უტარახანდის შტატში, სადაც  მშენებარე გვირაბი ჩამოინგრა. გვირაბში ინციდენტის დროს  40 მუშა მუშაობდა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.სამაშველო სამუშაოებს ართულებს ის, რომ  გვირაბში მიწის ჩამოშლის საფრთხე  ისევ არსებობს.

კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების წარმომადგენლის განცხადებით,  გვირაბში ჩარჩენილ მუშებს საკვები და წყალი მიეწოდებათ, ისინი უსაფრთხოდ არიან და ვარაუდობენ, რომ  დღის ბოლომდე გვირაბიდან ყველას გამოიყვანენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი