მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზაში ომის შეწყვეტას ითხოვენ

12 ნოემბერი 2023, 11:55 590 ნახვა

მუსლიმური და არაბული ქვეყნები პალესტინელთა წინააღმდეგ დანაშაულებზე ისრაელს აკისრებენ პასუხისმგებლობას, აღნიშნავენ რომ ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ლიდერების შეხვედრაზე, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ განაცხადა, რომ სამეფო ბარბაროსულ ომს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან, რაც უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო სამართლის მარცხს ადასტურებს. პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა ისრაელის ქმედებებს „გენოციდური ომი“ უწოდა.

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ შეაქო დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომისთვის და ისლამურ ქვეყნებს ისრაელში სურსათისა და ნავთობის ექსპორტის დაბლოკვისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი