პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა რეზონანსული საქმის შუალედურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ დრომდე 90-მდე საგამოძიებო ქმედება განხორციელდა. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი. პროკურორმა ბრალდებულის დაკითხვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.