საქართველოს ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს თავისი ხალხის სურვილებს - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის განცხადებაშია აღნიშნული. ჯიმ რიშის თქმით, თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
სენატორმა განცხადებაში უკრაინასა და მოლდოვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საკმარისს პროგრესს მიაღწიეს.