საოკუპაციო რეჟიმმა ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლა

10 ნოემბერი 2023, 10:09 377 ნახვა

6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია, რომელიც გვიან ღამემდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.   იგი  არის თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და ის  ცხადია გამოიკითხება მოწმის სტატუსით.

4 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ის  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთში გადასცა ქართველ  სამართალდამცველებს.

გათავისუფლების შემდეგ  დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.  „ცუდად ვარ და ხვალ გაგესაუბრებით" -  მხოლოდ ეს უთხრა მან ჟურნალისტებს. დოთიაშვილს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება.

გათავისუფლებამდე კი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში