ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება უკანონო დაკავების დროს მიაყენეს - ირაკლი ანთაძე

09 ნოემბერი 2023, 22:18 548 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილის სახის არეში დაზიანება აღენიშნება.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს.

უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. როგორც თავად გვითხრა, უკვე ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. როგორც გვითხრა, ფიზიკური ძალადობა იყო მხოლოდ უკანონო დაკავების დროს. დანარჩენი გამოიკვეთება მის მიერ მიცემული ჩვენების შედეგად და შესაძლებლობა გვექნება, მეტ დეტალზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი