დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიის რეიდი 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა

09 ნოემბერი 2023, 10:04 399 ნახვა

19 პალესტინელი დაშავდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე   ისრაელის არმიის  რეიდის დროს, რომელიც ბეთლემში 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

პალესტინის  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.  პალესტინელ პატიმართა ასოციაციის  განცხადებით,  ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს 65 ადამიანი დააკავა.

7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმების შემდეგ დაკავებულ პალესტინელთა რიცხვმა 2 ათას 280 მიაღწია.  მომხდარზე ისრაელის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი