დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს ისრაელ-ჰამასის ომში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრები ხაზს უსვამენ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან ის ცდილობს თავიდან აიცილოს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის განმეორება.