ფიბა-ევროპის თასზე “თსუ” „გიოტინგენს“ უმასპინძლებს  

08 ნოემბერი 2023, 14:11 525 ნახვა

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფიბა-ევროპის თასის მორიგ შეხვედრას დღეს, „თბილისი არენაზე“ გერმანული „გიოტენგენის“ წინააღმდეგ გამართავს. პირველ ტურში თსუ სწორედ გერმანულ კლუბს დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე ხუთი ქულით დამარცხდა.

სამი ტურის შემდეგ ჯგუფს გერმანელები ლიდერობენ. ჯგუფიდან გარანტირებულად პირველადგილოსანი გადის. მეორე ადგილიდან შემდეგ ეტაპზე ათი ჯგუფის ექვსი საუკეთესო გუნდი გავა.

შეგახსენებთ თსუ-ს შედეგებსაც: ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გერმანიაში ბოლო წამებზე დამარცხების შემდეგ შინ კვიპროსის კერავნოსს 63:60 მოუგო, იტალიაში “ვარეზესთან” კი 83:109 დამარცხდა. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი