ღაზაში სკოლასა და მეჩეთში ჰამასის მებრძოლთა სამალავები აღმოაჩინეს

08 ნოემბერი 2023, 10:04 366 ნახვა

ისრაელის ცახალმა  გაავრცელა ღაზაში საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად ჰამასის სამიზნეების განადგურების ვიდეომასალა.  ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტელეგრამ-არზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს,  რომ საჰაერო დარტყმების შედეგად  განადგურებულია ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც მეჩეთში იმალებოდა. 

ჰამასის ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართულებით რამდენიმე ადგილიდან, ერთ-ერთი ასეთი საავადმყოფოს მიმდებარედ დაფიქსირდა - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ცახალმა   რამდენიმე ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე  სკოლაში დამალული რაკეტების გამშვები   დანადგარები და  იარაღი იპოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში