ტოკიოში დიდი შვიდეულის ორდღიანი სამიტი დაიწყო

08 ნოემბერი 2023, 10:01 498 ნახვა

დიდი შვიდეულის ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს სამიტის წინ  ტოკიოში, რომელზეც ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით  ერთობლივ განცხადებას მიიღებენ. ისინი  ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას მოითხოვენ, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

ეს დიდი შვიდიანის მეორე ერთობლივი განცხადება იქნება  მას შემდეგ, რაც ჰამასის ბოევიკების  მიერ სამხრეთ ისრაელზე თავდასხმამ ომი გამოიწვია.

კომუნიკეში, რომელიც  ტოკიოში ორდღიანი შეხვედრის დასასრულს გამოქვეყნდება, ასევე, სავარაუდოდ, დაფიქსირდება, რომ დიდი შვიდეულის მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ შეფერხდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი