''დინამო“ ბათუმი ახლოსაა სეზონი დუბლით დასრულებასთან, რადგან ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობამდე რამდენიმე ქულა აშორებს, ხოლო პარალელურად, 1998 წლის შემდეგ თასის ფინალშიც გავიდა. ზღვისპირელებმა ფოთში, ეროვნული ლიგა ორის წარმომადგენელი „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხეს და საქართველოს თასის ფინალში გავიდნენ.
ბათუმელთაგან პირველი გოლი ფაცაციას პასით იაკობსენმა გაიტანა, მასპინძლებმა ჯიჯავაძის ზუსტი პენალტით წონასწორობა მალევე აღადგინეს. მატჩის მიწურულს კი ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა და „დინამო“ ფინალში გაიყვანა, სადაც „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, რომელმაც წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს თასის ფინალი დეკემბერში თბილისის "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება, თუმცა მატჩის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.