NBA-ს მორიგ ტურში ორივე ქართველის გუნდი დამარცხდა 

08 ნოემბერი 2023, 09:50 485 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალას მავერიქსს“ უმასპინძლა და 102:117 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მატჩი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ბითაძემ პარკეტზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 22 ქულით, ხოლო დალასში 29 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა.

ითამაშა NBA-ში მოასპარეზე მეორე ქართველმაც სანდრო მამუკელაშვილმა. „სან ანტონიო სპურსი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა – ამჯერად ინდიანაში, სადაც „პეისერსთან“ შეხვედრა 111:152 წააგო.

ქართველ ფორვარდს ბოლო ცხრა წუთი ერგო, რა დროშიც მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი