ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეგვიპტიდან ღაზის სექტორში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 70 სატვირთო შევიდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისა და სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათი მისცა.