ღაზაში ტელეარხ ალ-ჯაზირას ოფისის წინ აფეთქებები პირდაპირი ეთერის დროს დააფიქსირეს. არხის ჟურნალისტი ვაელ-ალ-დახდუხი ორი აფეთქების შემდეგ თავის კოლეგებს მოუწოდებს თავი დაიცვან ნამსხვრევების მოხვედრისგან.
ალ-დადუხი ალ-ჯაზირას ჟურნალისტია, რომლის ცოლი და ქალიშვილი ორი კვირის წინ ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა იმსხვერპლა.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მაშინ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.