აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ანკარაში ჩავიდა, სადაც თავის თურქ კოლეგაჰაკან ფიდანთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. ბლინკენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე კი, თურქეთის სამხრეთში პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, როცა ასობით პროპალესტინელი მომიტინგე შტურმით შეჭრას ცდილობდა საჰაერო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ჯარებია განთავსებული.
ვაშინგტონს სურს თავიდან აიცილოს უფრო ფართო რეგიონალური კონფლიქტი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიას აძლიერებს. მანამდე ბლინკენის ვიზიტი გააპროტესტეს ერაყშიც.
ბაღდადის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა და ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩასვლა დაგმო. ბლინკენი რეგიონში ისრაელ-ჰამასის ომის გამო დაძაბულობის ფონზე კვირას მოულოდნელად ჩავიდა ბაღდადში, სადაც შეხვდა ერაყის ლიდერებს.