საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხდნენ.
ლუკა მაისურაძე და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კონტინენტის პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.