თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ მოგებების სერია შეწყვიტა

06 ნოემბერი 2023, 10:02 463 ნახვა

„ვირტუს ბოლონიამ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ცხრამატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში სტუმრად „კრემონასთან“ 83:93 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ხუთი მოგებით და ერთი მარცხით „ტრენტოსთან“, „ვენეციასა“ და „ბრეშასთან“ ერთად ლიდერობს და მომდევნო ტურში 11 ნოემბერს, „ტრევიზოს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში