ომი ახლო აღმოსავლეთში

05 ნოემბერი 2023, 12:08 561 ნახვა

თითქმის 1 თვეა ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გასულ დღეს ისრაელი თავს დაესხა ლტოლვილთა ბანაკს ღაზაში, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ. სტატისტიკას  სააგენტო როიტერი, პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფაქტს გამოეხმაურა ღაზას „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი და აღნიშნა, რომ ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ „ჰამასი“ წარმოადგენს. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში უკვე 2500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, ომის შესაძლებლობა „ჰეზბოლასთან“.

იოავ გალანტის თქმით, ისრაელს „ჰეზბოლასთან“ ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ თუ ამას დაჯგუფება დაუშვებს და ომში შევა, ის ლიბანის ბედს გადაწყვეტს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი