თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, იმის მიუხედავად, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.