წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 9:16 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლებული სისტემით ტარდება.
ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან. ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.